Wednesday, April 14, 2010

სასწავლო პროექტი




1. პროექტის სახელი: შხამიანი სოკოები.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას შხამიანი სოკოების შესახებ და გაიგებენ თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
3. პროექტის სრული აღწერა: შხამიანი სოკო ძალიან მავნებელია, ხშირ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს. ამიტომ აუცილებელია მისი გამოცნობა. ჩვენი პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კვლევისა და ძიების უნარი.შეძლონ სწორად აღიქვან თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია შხამიან სოკოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მოიძიონ საჭირო მასალები და დაახარისხონ. ამისათვის კლასს ვყოფ ორ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განსხვავებულ დავალებას. პროექტის მიმდინარეობის პროცესში მიიღებენ კონსულტაციას.
პირველი ჯგუფი: ისწავლონ შხამიანი სოკოების გამოცნობა,უფროსების დახმარებით შეაგროვონ და გაიგონ რა პირობებში უყვართ ცხოვრება. რით გავს ისინი სასარგებლო სოკოებს.
მეორე ჯგუფი: ექიმის საშუალებით გაიგონ, რა სიპტომები ახასიათებს სოკოთ მოწამლულ ადამიანს. ემუქრება თუ არა სიკვდილი. რა პირველადი დახმარება უნდა გაუწიოთ მოწამლულს.
4. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვები მოიძიებს ინფორმაციას თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისათვის შხამიან სოკოს.აკეთებენ პრეზენტაციას.
5. მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის გაღრმავებას,ისწავლის კვლევას, მოძიებული მასალის დახარისხებას,ისტის გამოყენებას,პრეზენტაციის მომზადებას დააუდიტორიის წინაშე წარდგომას.
6. სასარგებლო სხვებისთვის:ამ პროექტის შემდეგ ყველა მის თანატოლს,რომელიც პრეზენტაციას დაესწრება ეცოდინებათ რომ,შხამიან სოკოს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისათვის და უფროსების დახმარების გარეშე მისი შეგროვება არ შეიძლება.
7. მონაწილეთა ასაკი:8–9 წელი.
8. ვადა:ერთი კვირა.
9. სამუშაო ენა:ქართული.
10. საგანი:ბუნება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ მყავს.
12. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული.
13. პროექტის ფასილიტატორი:ირმა წიტაიშვილი.
14. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:irmacitaishvili@gmail.com

No comments:

Post a Comment